გასული წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მთელი მსოფლიო შეცვალა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს მთავარი საზრუნავი გახდა. ევროპაც და ამერიკაც სერიოზულად დააფიქრა პუტინის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხემ. სწორედ ამ მომენტიდან დასავლეთი სრული ძალისხმევით ეხმარება უკრაინას და თავის მხრივ ცდილობს შეამციროს რუსეთზე საკუთარი დამოკიდებულება.
მსოფლიო მედია ათი თვეა ინტენსიურად გადმოსცემს ინფორმაციას საბრძოლო მოქმედებების შესახებ და რა თქმა უნდა, 24 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ "მთავარ არხს" არ გაეშუქებინა ომი უკრაინაში და არ მოეყოლა რუსული არმიის სასტიკი ქმედებების შესახებ. ომი უკრაინაში კვლავ არის და სავარაუდოდ მთელი წლის განმავლობაში დარჩება მსოფლიო ახალი ამბების მთავარ თემად.