
რუსეთმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.
როგორც დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კრილენკო ტელეგრამ არხზე იტყობინება, თავდასხმა დღეს, 3 იანვარს, დილის საათებში მოხდა და მას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა ორი მოქალაქე.
"ჭურვი პირდაპირ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. დაზიანდა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, ჩაიმსხვრა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების მინები.
ახლა მთელი დონეცკის ტერიტორია საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, გადაირჩინეთ თავები - განახორციელეთ ევაკუაცია", - წერს კირილენკო.