რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ბირთვული იარაღის მატარებლებს ინახავს - დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულია რუსული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ატომური საბრძოლო მასალის მატარებლები.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა. როგორც „უკრინფორმი“ იუწყება, სამხედრო დაზვერვა რუსეთის ფედერაციის იარაღის მოძრაობას აკონტროლებს.

ანექსირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ბირთვული საბრძოლო მასალის მატარებლებს შორის ჩერნიაკმა დაასახელა გემები, წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები და სახმელეთო კომპლექსები.

„სამხედრო დაზვერვა ხედავს, რომ ბირთვული საბრძოლო მასალის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მატარებლები ამჟამად განლაგებულია დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. საუბარია გემებზე, წყალქვეშა ნავებზე, თვითმფრინავებზე და სახმელეთო კომპლექსებზე, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული საბრძოლო მასალის დარტყმა. პოტენციურად არის ასეთი შესაძლებლობა რუსეთში“, - განაცხადა ჩერნიაკმა.

რუსეთის მიერ ბირთვული თავდასხმის რისკებზე საუბრისას, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს გავლენა მოახდინოს ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რათა მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე არ მიიყვანოს. უკრაინა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ვარიანტებს მოვლენების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ანდრეი ჩერნიაკმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი