"დანგრეული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ყველაფერი უკვე ლპობის პირასაა"- ლევილის მამული ნადგურდება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, საქართველოს საკუთრებაში მყოფი ლევილის მამული ნადგურდება.

როგორც საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ვახო ბარამაშვილი ამბობს, მამულში ვიზიტისას მას თითქმის განადგურებული დახვდა იქაურობა.

"დანგრეული კედლები თითქმის ჩამონგრეული ჭერი, საბუთები და ჟურნალები, გაზეთები, ხელნაწერები, კვლევები, ყველაფერი უკვე ლპობის პირას მყოფი, თითქმის განადგურებულია ეს ყველაფერი... გაოცებული დავრჩი, ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთ მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო", - ამბობს ვახო ბარამიშვილი.

მისივე თქმით, ლევილის მამულში შენახული ლპობის პირას მისული გაზეთები და ხელნაწერები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტებია.

ლევილის მამული საქართველოს კულტურის სამინისტროს 2021 წლის ივნისიდან გადმოეცა. მისი რეაბილიტაცია თეა წულუკიანის უწყებამ ფრანგულ კომპანიას დაუკვეთა. გამოყოფილია ბიუჯეტიც და გაწერილია კონკრეტული ვადებიც, თუმცა ლევილიდან გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ "ოცნების" ხელისუფლება არ ჩქარობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი