მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად თავისუფალი მოქალაქეები ერთიანდებიან. ხვალ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გადასვლის უფლება უნდა მისცეს, ჩვენი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან შეიკრიბებიან. დროშებით, ტრანსპარანტებით და შეძახილებით ქართველი ემიგრანტები და უცხოელი მოქალაქეები საკუთარ სურვილს ხმამაღლა შეატყობინებენ ქართლ ოცნებას.
ხმაურიანი აქციები იგეგმება საქართველოშიც - მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტის და მთავრობის რეზიდენციები, ჭორვილა და ურეკი, ზუგდიდი და ბათუმი - პოლიტიკური და სამოქალაქო მნიშვნელობის ყველა ადგილას ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან და საქართველოს ხელისუფლებას და არაფორმალურ მმართველს მოუწოდებენ გასცენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ნებართვა.