
ყოფილი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. მკვლელობა თბილისში გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 32 წლის ყოფილ პოლიციელს, კახაბერ თეგეტაშვილს ცივი იარაღით ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.