"პაციენტი ხელში გვაკვდება, დავიცვათ პრეზიდენტი" - ექიმების აქცია ზურაბიშვილის სახლთან

გამოქვეყნდა:

გადაარჩინე მიშა - გლობალურ აქციას, რომელიც დღეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ექიმები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელზე არიან შეკრებილები და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი და ააცილოს ქვეყანას თავიდან მოსალოდნელი მძიმე შედეგები.

აქციას შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.

საქართველოსა და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში თავისუფალი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან.  ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ  ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გადასვლის უფლება უნდა მისცეს, დროშებით, ტრანსპარანტებით და  შეძახილებით  საკუთარ სათქმელს  ხმამაღლა ეტყვიან ქართლ ოცნებას . თბილისი, რუსთავი,  გორი,  ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ჭორვილა, ურეკი- პოლიტიკური და სამოქალაქო მნიშვნელობის ყველა ადგილას ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან და საქართველოს ხელისუფლებას და არაფორმალურ მმართველს მოუწოდებენ გასცენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ნებართვა.

დედაქალაქში შეკრების ადგილი იქნება მშვიდობის ხიდი, პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენციები. 
მშვიდობის ხიდთან საღამოს 6 საათზე  ,,ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მივლენ. ამავე დროს, პროტესტის  კიდევ ერთი ლოკაცია მთავრობის კანცელარია იქნება, საიდანაც შეკრებილები  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გადაინაცვლებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი