პროკურატურა მარნეულში ნარკოტიკების ჩადების შესაძლო ფაქტს არ იძიებს

გამოქვეყნდა:

პროკურატურა ნარკოტიკების ჩადების შესაძლო ფაქტს, რეაგირების გარეშე ტოვებს და გამოძიებას არ იწყებს. საქმის გამოძიების მოთხოვნით ოჯახმა ოფიციალური განაცხადით გენერალურ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა შოთაძის უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკითხავს.  

შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, რომ დაიწყოს გამოძიება ამ პიროვნებების მიმართ, რომლებიც იყვნენ იქ, პოლიციელები და ის პირი, რომელსაც მაგიდაზე რაღაცის დადება სურდა, ეს რაღაც ოჯახის აზრით, არის ნარკოტიკული საშუალება. დღემდე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა, არავინ დაკითხულა - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ახმედ იმყულიევმა.

დაზარალებული ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მათივე გადაღებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს. 

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მარნეულში, სოფელ არაფლოში მოხდა. ამ დროს პოლიციამ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო. შესაბამისი ვიდეომასალა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რაშან ზიადალიევმა გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი