ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებს ივანიშვილის ადგილობრივები დაახვედრეს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის იკრიბებიან.
იქ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ.