პუტინმა კულტურის სამინისტროს უკრაინაში "სპეცოპერაციაზე" და "გმირებზე", ფილმების გადაღება დაავალა

გამოქვეყნდა:

პუტინმა რუსეთის კულტურის სამინისტროს "პატრიოტული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის" მოწყობა და ჩვენება დაავალა. პუტინის ბრძანებით, კინოთეატრებში უნდა აჩვენონ უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციისა" და "ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების საწინააღმდეგო" ფილმები.  

შესაბამისი ბრძანება კრემლმა 2 იანვარს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, რუს კინემატოგრაფისტებს "სპეცოპერაციაში" მონაწილეების "გმირობაზე", მასალების მოძიებასა და გადაღებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი