"მიშას სიცოცხლისთვის!" - თბილისში, მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სოლიდარობის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, ხიდიდან კი გადმოფინეს ბანერი წარწერით "მიშას სიცოცხლისთვის".
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიის შენობასთანაც. ეს აქცია ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.