თავისუფალი ხალხის სოლიდარობა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს და პროტესტი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. გლობალური აქცია შედგა. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაშა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი - ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ერთადერთი მოთოვნით გაერთიანდნენ. მთავარი ამოცანა ახლა მიხეილ სააკასვილის სიცოცხლის გადაარჩენაა - გლობალური აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და არაფორმალურ მმართველს მოუწოდებენ გასცენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ნებართვა.