სოლიდარობის აქცია თბილისში დღეს ორ მთავარ ლოკაციაზე გაიმართა, მშვიდობის ხიდის პარალელურად მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მიმართვა პრემიერმინისტრს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებ ოლიგარქ ივანიშვილს - ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის ხმის მისაწვდენად გლობალური აქციის მონაწილეები მსვლელობით ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრნენ.