"ქართული ოცნების" ხელისუფლება გლობალურ პროტესტს გულგრილობით ხვდება. ხელისუფლების ლიდერები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ოპერის თეატრში შეიკრიბნენ, ხშირ შემთხვევაში ირონიით და სრულიად არასერიოზულად აღიქვამენ საკუთარი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ოპერაში შეკრების მიზეზი კი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ორგანიზებული კონცერტია, რომელიც ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.