საქართველოს საპატრიარქო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისევ დუმს. სამღვდელოება აცხადებს, რომ საპატრიარქოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ და შესაბამისად ვერანაირ პოზიციას ვერ დააფიქსირებენ.
"არ ვიცი, უნდა ვიკითხო, მე არ ვიცი ამ წუთას....ამასთან დაკავშირებით თუ საპატრიარქო ჩათვლის აუცილებლად [გამოვეხმაურებით].. ამაზე უნდა ვკითხოთ საეკლესიო იერარქიას." - ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
რაც შეეხება პარტიარქის იუბილეზე მისულ მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც ოპერაში ღონისძიებას ესწრებოდა, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტების შეკითხვებს თავი აარიდა.
"რა შუაშია მიშა სააკაშვილის მდგომარეობა [დღეს]...შენდობას ვითხოვ რა..." - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაა.
ავტორი: საბა ბუაძე
იხილეთ ასევე: