
"ვაგნერის" დაგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე პატიმრების პირველი ნაწილი ექვსთვიანი "სამსახურის" შემდეგ გაათავისუფლა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პატიმრებს მსჯავრი მოეხსნათ.
პრიგოჟინის მტკიცებით, პატიმრების დიდ ნაწილს ომში წასვლამდე მოსახდელი სასჯელის მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა ისინი „ომს სამშობლოს დასაცავად შეუერთდნენ“.
რუსული მედია პატიმრების გათავისუფლების ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ ესაუბრება და ართმევს ხელს პრიგოჟინი სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილ კრიმინალებს - „ბევრი არ დალიოთ, ბევრი ნარკოტიკი არ გამოიყენოთ და ქალები არ გააუპატიუროთ“ - მიმართავს ის მათ.
ცნობისთვის, 2022 წლის 4 ივლისს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვაგნერს" რუსეთის ციხეებიდან პატიმრები უკრაინაში საომრად მიჰყავდა. მაშინ პატიმრებს რამდენიმე თვიანი სამსახურის შემდეგ სასჯელისგან გათავისუფლებას დაჰპირდნენ.
მოგვიანებით უკრაინულ მედია იუწყებოდა, რომ ომში წასული პატიმრების უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა.