აშშ-ში, იუტას შტატში 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს | მათ შორის 5 არასრულწლოვანია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, საცხოვრებელ სახლში 8 ადამიანის, მათ შორის 5 არასრლუწლოვნის ცხედარი იპოვეს.

პოლიციის თქმით, სროლის ხმა არავის გაუგია. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც, ანონიმური ზარი შევიდა საპატრულო პოლიციაში, რომ ოჯახის კეთილდღეობის მიზნით სახლი დაეთვალიერებინათ. მათ, კარი არავინ გაუღო, სახლის დათვალიერება მოხდა, სადაც 8 ცხედარი აღმოაჩინეს. 

პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით მკველობის მოტივი უცნობია, რადგან, მეზობლები არ აკონკრეტებენ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი