უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ახალი პოზიციები დაიკავა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ახალი პოზიციები დაიკავა. ოლქის გუბერნატორის სერგეი გაიდაის თქმით უკრაინელები განსაკუთრებით წარმატებით ბელოგოროვკაში იბრძვიან. 

დაძაბული ვითარებაა ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებით. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, სვატოვოსა და კრიმინოეში, სადაც ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს კვლავ ბომბავენ და ცდილობენ უკრაინული არმიის პოზიციები გაარღვიონ. 

"ჩვენი არმია რამდენიმე პოზიციაზე გამაგრდა. ბელოგოროვკაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსები ცდილობენ ჩვენი პოზიციები გაარღვიონ. რამდენიმე მიმართულებიდან გვიტევენ. დიდი რაოდენობის ჯარისკაცები ჰყავთ ჩამოყვანილი. გადაჯგუფებას აგრძელებენ. ძალიან ბევრი ახლად მობილიზებული და პატიმრები ჩამოიყვანეს. გრძელდება რუსული რეპრესიები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეძებენ მოღალატეებს, ასევე მამაკაცებს ფრონტის ხაზზე ძალდატანებით აგზავნიან. ჩვენი არმია ეფექტურად იბრძვის. ვანადგურებ იარაღის საცავებს და მტრის დისლოკაციის ადგილებს." ამბობს გაიდაი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა მტრის 20-მდე შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტებს უკან დახევა აიძულებს. განადგურებულია ოკუპანტების იარაღის 4 საცავი და დისლოკაციის ადგილი.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი