„საშობაო ზავი“ ხაფანგია, თავი შეიკავეთ წირვაზე დასწრებისგან - გაიდაი ოკუპირებულ ლუგანსკში ტერაქტებს არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაო წირვებზე დასწრებისაგან, რადგან რუსული "საშობაო ზავი" მორიგი ხაფანგია:

"მინდა მივმართო ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე:
მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ ეკლესიებში მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან.
რუსებს შეუძლიათ ტერაქტების დაგეგმვა!
ზოგადად, ამ დღეებში თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან!
თავს გაუფრთხილდით!
ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!" წერს სერგეი გაიდაი.

 შეგახსენებთ, პუტინმა 6-7 იანვარს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა "საშობაო ზავის" მოტივით. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლს სურს შობა  საფარველად გამოიყენოს.

პუტინის "საშობა ზავის" არ სჯერა არც დასავლეთს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი