
უკრაინა სამხედრო ძალის ყოველწლიურ რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის განახლებულ სტატისტიკაში უკრაინა 15-ე ადგილს იკავებს, როცა წინა წელს 22-ე ადგილას იყო.
გლობალური შეიარაღების ინდექსში უკრაინა უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის: ირანი, ისრაელი, პოლონეთი, ესპანეთი და გერმანია.
კვლევის ავტორების თანახმად, უკრაინის სამხედრო პოტენციალის ზრდა გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომის დროს დასავლური ქვეყნების მიერ გაწეულმა ფინანსურმა და მატერიალურმა დახმარებამ.
მათივე თქმით, 2023 წელი კრიტიკული იქნება „რუსეთ-უკრაინის სისხლიანი ომისთვის“.
სტატისტიკაში უცვლელია რუსეთის რეიტინგი და მისი სამხედრო შესაძლებლობები მსოფლიოში კვლავ ნომერ მეორედ არის შეფასებული. რუსეთს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებს.
სამხედრო თვალსაზრისით 2023 წლის ყველაზე ძლიერი 5 ქვეყანაა: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.