თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა - მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე

გამოქვეყნდა:

"მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.

მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა"

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე, რომელიც მან მესამე პრეზიდენტს ვივა მედში გაუგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი