"თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა, გონებას კარგავს - მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უფრო მაშინ, როცა ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე აცხადებს უარს. რაც შეეხება მოწამვლის თემას, რაზეც მისი გარემოცვა საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რასაც საზღვარი არა აქვს. საერთაშორისო დონეზე სწორედ ეს მიმართულებაა გატანილი. თაღლითობას სიტყვა საერთაშორისო თაღლითობა უნდა დაემატოს"
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.