საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურჩის მცხოვრებლები მიხეილ სააკაშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნით მიმართავენ.
წერილები ხურჩელებმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, სოფო ჯაფარიძეს გადასცეს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტო, ნუ დაუშვებთ იმ პრეცედენტს, რომ ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ოკუპანტის ხელით მოკვდეს და ოკუპანტის ნებით ეწამოს... არ გავიმეოროთ ის რაც გადაგვხდა ზვიად გამსახურდიას დროს, არ მოვკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, - ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
სოფო ჯაფარიძე ხელმოწერებს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დაწყებული კამპანიის ფარგლებში უკვე რამდენიმე კვირაა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს.