გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"...რაც შეეხება მუქარას, რომელიც ჩვენ გავიგონეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არ აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. გეგმა იგივე რჩება, არ შეცვლილა – ქვეყანაში ისეთი პროცესების განვითარება, რომლებიც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. მათ შორისაა განცხადება, რომელიც გიული ალასანიამ გააკეთა, თუმცა მის ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია. შეიძლება, გავუგოთ, როგორც დედას და როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რომელიც მან აარჩია, არ არის პატიმრის საუკეთესო ინტერესებისთვის. უნდა ურჩევდეს, დაექვემდებაროს მკურნალობას, თავი დაანებოს თვითდაზიანებას. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას, რამდენად მართალია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა"

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გიული ალასანიას განცხადების კომენტირებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი