"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახლთან აქციას აანონსებს.
"მიშას სიკვდილით საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს კლავენ!
ჰუმანირობასა და სოლოდარობას რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე!
ამიტომ, დღეს - 21:00 საათზე ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის სახლთან!", - წერს გიორგი მუმლაძე.