
გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად, იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს დღესასწაული არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ, ჩვენი ოჯახია ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანი ვართ ბრძოლასა და თანადგომაში, ერთიანი ვართ გამარჯვების რწმენაში, ყოველ დღე ერთად ვართ და უკრაინას ვიცავთ, ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. დღეს ჩვენი წინაპრების სულები გამარჯვებაში გვეხმარებიან. 24 თებერვალს ჩვენს სახლში ბოროტება მოვიდა, ამ შავ ძალებს ჩვენ მედგრად ვებრძვით. დღეს არ შეიძლება სახლიდან ნაგვის გადაყრა, თუმცა ჩვენი ბრძოლის 300 დღეზე მეტია ამას ვაკეთებთ. დაე, ჰარმონია მოვიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს უკრაინას.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვაში. ცნობისთვის, დღეს 7 იანვარს, მართლმადიდებელთა ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს.