"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ივანიშვილი კოჯორში, პარტიის მაჟორიტარების წარდგენას ესწრება. სიტყვით გამოსვლა მან მადლობით დაიწყო:
მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით, ამიტომ მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვულის მტკიცებით, გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია კვლავ შემძლეა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. მან სიტყვით გამოსვლის პირველი ნაწილი კორონავირუსთან გამკლავებას, პანდემიით გამოწვეული პრობლემებსა და ახალ გამოწვევებს მიუძღვნა.
ივანიშვილის თქმით, კრიზისის დროს ხალხმა დაინახა, რომ ჰყავს "მზრუნველი და ეფექტიანი" ხელისუფლება, თუმცა ქვეყანას ისეთი ხელისუფლებაც ჰყოლია, რომელმაც ქვეყანას კრიზისი ვერ ააცილა თავიდან.
ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვუყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. არა თუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გაბროდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი, ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს - თქვა ბიძინა იავნიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღებით, ოპოზიციამ სკაუთარ თავს აჯობა და აჩვებნა, რომ მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანშია.