ორი საკითხი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი...არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად- პაპუაშვილი რეკომენდაციებზე

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის შეუსრულებელი რეკომენდაციები: 12-პუნქტიდან საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არცერთი შეუსრულებია. ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტპატიმრები, საქართელო არ ჰყავს სახალხო დამცველი, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატებს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა. არ დაწყებულა არც სასამართლო რეფორმა და არც დეოლიგარქიზაციის კანონონი მიუღიათ. 

"ქართული ოცნება" ტრადიციულად გადაბრალების რეჟიმშია და ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, შეუსრულებელი რეკომენდაციები ოპონენტების ბრალია. 

"რა თქმა უნდა, შესრულებულია ცალსახად რამდენიმე პუნქტი უკვე. მაგალითად: რომელიც ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას სასამარტლო პრაქტიკაში, გენდერული თანასწორობის კუთხით რამდენიმე ცვლილება მივიღეთ, მათ შორის, კონცეფციაც დავამტკიცეთ, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მრავალპარტიული თანხმობით ქინა მიღებული ცვლილებები. 

არის ორი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას და დეოლიგარქიზაციას - ორივე საკითხი არის გაგზავნილი ვენეციის კომისიაში. კანონის მორგება ადამიანზე არაევროპული მიდგომაა და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს ფიქრობს არაევროპულად. 

პარლამენტი ვერავის ვერ გაათავისუფლებს...ჩვენ არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად და არ უნდა ვაქციოთ მართლმსაჯულების საკითხისადმი დამოკიდებულება პირად გემოვნებად. ასე რომ, საქართველოს მართლმსაჯულება ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად და ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში",- თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც რეკომენდაციის საბოტაჟს ცდილობს "ქართული ოცნებაა" და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არ სესრულდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი