საფრთხე ძალიან მაღალია, საუბარი არაა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მიხეილ სააკაშვილს გადარჩენა სჭირდება - ნაყოფია უკრაინულ მედიასთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემასთან, "ერთიანი მარათონი", ისაუბრა.

ქართველი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაყვანა დასავლურ კლინიკაში.

გადაცემაში ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებასა და ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფის დასკვნაზე.

"მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 12 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, გაუარესდა. ეს ადამიანი დღეს 72 კილოგრამს იწონის, მის სიმაღლესთან შედარებით, ეს წონა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ამ მდგომარეობაში ის უკვე 2 თვეა იმყოფება, მას გადაადგილება ყოველდღიურად უჭირს. ექსპერტების ჯგუფი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, სავარაუდოდ, მისი მოწამვლის თარიღიც რუსთავის ციხიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდს უკავშირდება. ეს იყო ნამდვილი წამება, ეს კადრები ყველამ ნახა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საქართველოს მთავრობის მიერ მასთან დაშვებული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების ზეწოლისა და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნის შემდეგ მოხდა. ექსპერტთა ჯგუფში ძალიან ცნობილი და პროფესიონალური ადამიანები შედიან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, საფრთხე ძალიან მაღალია, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, თუ ეს განმეორდება, რა შედეგით დასრულდება არავინ იცის. საუბარი არაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მას გადარჩენა სჭირდება. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო მკურნალობას მიიღებს", - თქვა კობა ნაყოფიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი