
ქრისტეშობის დღესასწაულს უკრაინაშიც აღნიშნავენ - კიევ პეჩორის ლავრაში საშობაო ლიტურგია ჩაატარა უკრანის მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართვის დროს უკრაინული ეკლესიის რუსეთისგან გათავისუფლებაზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და თქვა,რომ აგრესორს, როგორც ბრძოლის ველზე და დიპლომატიური არენაზე, სულიერ ბრძლაშიც დაამრცხებენ.
"4 წლის წინ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი. ჩვენ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს დამოუკიდებელი წვერები ვართ. ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვლოცულობთ. დადგა დრო, რუსული ეკლესიისგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ. მადლობლები ვართ უკრაინელი ჯარისკაცების მედგარი ბრძოლის. ყველასი ვინც ბრძოლის ველზე უცხოებს ებრძვიან. დიდება მათ ვინც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს. უნდა ვილოცოთ ამ ადამიანებისთვის. ისინი სიმართლეს ემსახურებიან. უნდა ვილოცოთ მთელი უკრაინისთვის.
მადლობა ჩვენს პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთავრობას. რუსული სამყაროს მიერ აგრესიით გამართლებულ იდეოლოგიასთან ბრძოლა ჩვენი საერთო საქმეა. ერთიანი სულიერი ბრძოლით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის ჰიბრიდულ აგრესიას. ზუსტად ისე როგორც ეს ბრძოლის ველზე და დიპლომატიურ არენაზე ხდება. ჩვენი ბრძოლა აგრესორების დასამარცხებლად და მშვიდობის დასამყარებლად მარტივი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე უკრაინისა და უკრაინელი ერის მხარესაა. სიმართლეს იცავს უფალიც. გილოცავთ შობას. გისურვებთ რომ 2023 წელის გამარჯვებისა და მშვიდობის წელი იყოს",- თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხირდან მოსალოდნელი საკარეტო იერშებისა და ტერაქტების ფონზე ლიტურგიის დრო გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.