
ჩინეთმა თალიბანთან, ამუდარიას აუზიდან ნავთობის მიპოვების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. კონტრაქტი ქვეყნებს შორის 25-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს
კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიალი, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაიმართა და მასში ისლამური საამიროს უფროსი წევრები და ჩინეთის ელჩი ვანგ იი მონაწილეობდნენ.
შეთანხმების მიხედვით, პირველი სამი წელი საცდელი იქნება და ამ დროის განმავლობაში, პროექტში 540 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.
"ორივე მხარემ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, იმისთვის, რომ პროექტი ჩინეთ-ავღანეთის თანამშრომლობის წარმატებულ მოდელად იქცეს" - თქვა ჩინეთის ელჩმა.
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ, ეს ქვეყნის მიერ გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია. ქვეყანას აშშ-ს მიერ სანქციები აქვს დაწესებული, რომლის ფარგლებშიც დაყადაღებულია საერთაშორისო აქტივები.