მიხეილ სააკაშვილი 9 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესს ვერც დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაესწრება. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა:
„არ მგონია, ახლა შეძლოს [დასწრება]. ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. დისტანციურადაც მძიმეა. მთელი მენდელეევის ტაბულა აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის მორიგი, მეექვსე ეპიზოდი ჰქონდა. მას მეორე დღეს კვლევები ჩაუტარდა, რომლის პასუხიც სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე სასამართლო 9 იანვარს იმსჯელებს.