"ზავი" რუსულად - შობის ღამეს ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. აფეთქებები იყო ბახმუტში, სოლედარში, ბელოგოროვკაში, სვატოვოსა და კრიმინოეში. დაიღუპა 2 და მძიმედ დაშავდა 13 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთმა მის მიერვე გამოცხადებული "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი" დაარღვია და ამას ადასტურებს პენტაგონიც.
მრავალი მცდელობის მიუხედავად ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ვერ გაარღვიეს. ზაპოროჟიეს რაიონში კი უკრაინელებმა 150 ოკუპანტი, მათ შორის 10 ოფიცერი მოკლეს.