"თუ გინდათ პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან მიხეილ სააკაშვილს, პრობლემა არ არის" - პოდოლიაკი საქართველოს მთავრობას

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადმოგვცენ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი იულია ლატინინას გადაცემაში საუბრისას

პოდოლიაკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის უკრაინისთვის გადაცემას, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ იმისათვის რომ მკურნალობის კურსი ჩაიტაროს.

"უკრაინამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონკრეტული პოზიცია დაიჭირეს. რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით უკრაინა სხვა ქვეყნის სუვერენულ უფლებებში არ ერევა. უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს რომ ბატონი სააკაშვილი გადმოგვცენ. მიხეილ სააკაშვილისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. საქართველოს ისტორიისთვის და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადმოგვცენ. თუ საჭიროდ არ თვლიან რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში სადაც იმ საჭირო სამედიცინო მკურნალობას მიიღებს, რომელიც საქართველოში ვერ მიიღო. ამას ხშირად ვიმეორებთ, როგორც დიპლომატიური არხებით, ასევე პრეზიდენტი ზელინსკიც ხშირად საუბრობს ამაზე. " ამბობს პოდოლიაკი.

ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ ჩაწეროს ისტორიაში შავი ასოებით და სთავაზობს მათ, რომ ტავად ჩამოვა საქართველოში და პირადად წაიყვანს მიხეილ სააკაშვილს: 

"რაც შეეხება ჩემს პოზიციას. მე ვფიქრობ რომ საქართველოს მთავრობას სურს ისტორიაში შავ ლაქა დარჩეს, რომელმაც მიზანმიმართულად აწამა პრეზიდენტი. ვურჩევ ეს არ გააკეთონ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. ისეთი ერისთვის როგორც ქართველი ერია, ეს არ შეიძლება. თუ გინდათ პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო. თუ არ უნდა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარეს დადგეს, სწორი არჩევანი მაინც გააკეთოს. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება." ამბობს მიხაილო პოდოლიაკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი