კირკოროვი, ბილანი და სხვები... - უკრაინამ რუს მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და რუსი მომღერლების, პროპაგანდისტების, ტელეწამყვანებისა და რეჟისორების მიმართ სანქციები დააწესა. სანქციები 10 წლიანია.

სიაში სულ 119 ადამიანია. სანქცირებულთა შორის არიან: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ნიკიტა მიხალკოვი, ირინა ალეგროვა, ევგენი პეტროსიანი, მარგარიტა სიმონიანი, ლეონიდ იაკუბოვიჩი და სხვები... 

სიაში მოხვდა უკრაინის სამი მოქალაქეც:  ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა, ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი და მომღერალი ლოლიტა მილავსკაია.

სანქცირებულებს აეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციების შესრულება, გაუუქმდებათ ყველა ლიცენზია ან ნებართვა და აეკრძალებათ ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია უკრაინაში, დაებლოკებათ უკრაინული აქტივები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი