გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან - ვაკარჩუკი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა:

"ძვირფასო მიხეილ,

შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე, სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.

ღმერთი გფარავდეთ!", - წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი