ვაპირებდი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, კიდევ ვეცდები- მეუფე გრიგოლი

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის თქმით, ის კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებდა, თუმცა კლინიკაში დაწესებული კარანტინის გამო, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებას კვლავ მიმართავს.

"მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რეჟიმი შეიცვალა, არ ვიცი ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად იქნება ვეცდებით მაშინ კიდევ ერთხელ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მით უმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფროო მეტი ვიცით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მხოლოდ გიული ალასანიას და ადვოკატებს აქვთ. კლინიკის განმარტებით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი