სენეგალში, ავტობუსების შეჯახებას 40 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სენეგალში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა კი სტაბილურია. 

„ღრმად დამწუხრებული ვარ გნიბიში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სადაც 40 ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძიმედ დაშავდა. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - თქვა პრეზიდენტმა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი