პოლიციელის მკვლელობა თბილისში | რას მოჰყვა გარჩევა სამართალდამცველებს შორის - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე გიორგი მღებრიშვილი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მოქმედ სამართალდამცველს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფორისის მკვლელობა ედება ბრალად.

მან ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა. დაიჭრა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში მოხდა. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. გუშინ კი ალექსანდრე შეყელაძეს უთხრა, რომ იმყოფებოდა ტყეში და სჭირდებოდა დახმარება. რის შემდეგაც შეყელაძე კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად წავიდა დანიშნულების ადგილას და მღებრიშვილი სახლში, დიდ დიღომში წაიყვანა. ამის შემდეგ, სწორედ ამ საცხოვრებელ სახლში მოხდა მკვლელობა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი