
პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება სამკურნალოდ ის პოლონეთში გადაგვეყვანა - ამას კი პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა წერს ტვიტერზე.
ცნობისთვის, მან ორჯერ სცადა მესამე პრეზიდენტის და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მონახულება თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამის ნებართვა არ მისცა. ასევე, პოლონეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ მზადაა სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილი წაიყვანონ.