მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად - ლაჰანი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლაჰანმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს  ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან ლეტალური შედეგის დადგომის საშიშროებას. 

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კრუნჩხვებს.

"მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები - თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარედეს უცაბედ სიკვდილში. ჩემი გასინჯვის დროს, მე ვხედავ, რომ ეს საშიშოება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება", - თქვა ლაჰანმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ნევროლოგი ჩვენებას პროცესზე ამ წუთებში აძლევს. დღევანდელ პროცესზე მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი