რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, ევროპარლამენტში ჩაბუდებული დეპუტატები საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას - მეუფე იაკობი 

გამოქვეყნდა:

დამთავრდება ეს უსამართლო ომი უკრაინაში. მსოფლიო ომია ეხლა რაც არ უნდა თქვან, მთელ იარაღს რომ არ აძლევდნენ ხომ, რას იომებ, გინდ ვაჟკაცი იყო, ვერ იომებ, უთანასწორო ბრძოლა იქნებოდა. დამთავრდება ეს ომი და მსოფლიო უკეთესი გახდება? მე მეეჭვება და რატომ მეეჭვება - რამოდენიმე ევროპარლამენტში ჩაბუდებული, ჩემთვის კარგად ნაცნობი დეპუტატები, რას უკეთებენ საქართველოს. რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას. არ უნდათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ. ვისზე ნაკლები ვართ უკრაინელებზე? თუნდაც რომელი ქვეყნებიდანაც მაგენი არიან ბალტიისპირეთი თუ სხვა, ვისზე ნაკლები ვართ? ისტორიით, კაცობით და ყველაფრით. რას ერევიან ზედმეტად ჩემი ქვეყნის საქმეში ხო? კარგად იცოდნენ, ქართველ ხალხს აბრაზებენ ისინი რა.

- თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი