"იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება" | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, იმ პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება და ამას ექიმებიც ადასტურებენ. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, პენიტენციური დეპარტამენტის იურისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ნერვოლოგმა  ემანუელ ლახანმა კვალიფიციურად უპასუხა. 

"ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ არა სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი. იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის. ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ", - ამბობს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე ნერვოლოგმა, ემანუელ ლახანმა თქვა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეიყვანეს, მას პოსტრამვული სტრესული აშლილობა განუვითარდა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი