Skynews: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს

გამოქვეყნდა:

Skynews-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს.

მედიის ცნობით, საწყის ეტაპზე ასეთი 10 მანქანის გადაცემა იგეგმება, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკმაოდ სერიოზული დახმარება იქნება.

გარდა ამისა, ლონდონის ამ ნაბიჯის შემდეგ, შესაძლოა, სხვა მოკავშირეებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ.  

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, შესაძლოა, გერმანული Leopard-2-ის ტიპის ტანკები მიიღოს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ცნობისთვის, Challenger 2 თანამედროვე საბრძოლო მანქანაა, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით რუსულ ტანკებს ბევრად უსწრებს. ტანკის წონა 62,5 ტონას შეადგენს. ის 120 მმ-იანი ქვემეხით და 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის შეიარაღებული. 

საბრძოლო მანქანა ლდიდი ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში 1994 წლიდან შედის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი