
Единая Россия მხარდამჭერების ბაზას ამატებს პირებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ემხრობიან და შლის მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ამ შეჭრის წარმატებაში.
არსებული ინფორმაციით, პარტია ბაზის განახლების მიზნით, საგანგებო ალგორითმების გამოყენებით სოციალურ ქსელებს აანალიზებენ, ესენია ВКонтакте და Одноклассники. თუმცა დაზუსტებული არ არის, აწვდიან თუ არა ინფორმაციას პარტიის მომხრეთა რიგებში ჩართვის თუ ამოწერის შესახებ თავად მოქალაქეებს.
ცნობისთვის, მანამდე პარტიის მომხრეთა სია 25 მილიონიდან 9 მილიონამდე უკვე შეამცირეს. მოგვიანებით,
სიას 4 მლნ ადამიანი შეემატა და ამჟამად პარტიულ 13 მლნ ადამიანი ირიცხება. პარტია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სიის 30 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.