
ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი 1 500-მდე აქტივისტი დააკავეს, რომლებიც დედაქალაქში სამხედრო შტაბის შენობასთან იყვნენ მობილიზებულები. საპროტესტო გამოსვლები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოქტომბერში ქვეყნის ახალი პრეზიდენტილუის ინასიო ლულა და სილვა გახდა, ეს თანამდებობა კი 1-ლი იანვრიდან დაიკავა.
ექსპრეზტდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კი, საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და უწყვეტ აქციებს მართავენ.
პრეზიდენტმა სილვამ აქციების შესახებ განაცხადა, რომ ეს "ფაშისტური თავდასხმაა", რომლის მიზანიც სამხედრო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში ბოლსონარუს დაბრუნებაა. მისივე თქმით,
ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს "იპოვიან და გაასამართლებენ".
ცნობისთვის, ჟაინ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იკავებდა. 2022 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ის მემარცხენე ლულა დე სილვასთან დამარცხდა, სილვამ ამომრჩეველთა ხმების 50.9% მიიღო. ლუი ინასიო ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მეორედ გახდა. ის ამ პოზიციას 2003-2011 წლებშიც იკავებდა.