
კალიფორნიის შტატში ბოლო 10 დღის განმავლობაში, კოკისპირულ წვიმებს და ძლიერ ქარს, 12 ადამიანი ემსხვერპლა.120 000-ზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, შტორმი ამ კვირაშიც გაგრძელდება და სინოპტიკოსები ციკლონების გაგრძელებას კვლავ ვარაუდობენ. ასევე, მათი ინფორმაციით, ხვალ ყველაზე ცუდი ამინდია მოსალოდნელი.
BBC-ინფორმაციით, კოკისპირული წვიმების შედეგად წინა კვირაში ადიდებული მდინარეებისგან მიყენებული ზარალი კვლავ გაიზრდება და სავარაუდოა, რომ ძლიერი ქარი ხეებსა და ელექტროგაყვანილობას დააზიანებს. შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმს ძლიერი თოვლიც ემატება.