რუსეთი უარს ამბობს მაკიივკაში დაღუპული მობილიზებულების სიების გამოქვეყნებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის სამხედრო კომისარმა, ალექსეი ვდოვინმა განაცხადა, რომ მაკიივკაში ლიკვიდირებული მობილიზებული რუსი სამხედროების სიები არ გამოქვეყნდება. ინფორმაციას The Insider ავრცელებს. 

კომისარი ამბობს, რომ სია "შესაძლოა საგარეო დაზვერვამ გამოიყენოს".

"სიები არ გამოქვეყნდება. სამხედრო კომისარიატებში არსებული ყველა ინფორმაცია პირადად ეცნობება სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს - ან განაცხადის დროს, ან რიგი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეტყობინებას ახორციელებენ პირადად სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები. სიების გამოქვეყნება შეუძლებელია. 

ჯერ ერთი, ეს არის პერსონალური მონაცემები და მეორეც, ეს, რა თქმა უნდა, არის სამუშაო უცხოური სადაზვერვო სააგენტოებისთვის, რათა გამოავლინონ და განახორციელონ სამხედრო პერსონალის ნათესავების პროვოკაციული ქმედებები. აბსოლუტურად აკრძალულია", - თქვა მან.

ცნობისთვის, პირველ იანვარს უკრაინამ ოკუპირებულ მაკიივკაში პროფესიული სასწავლებლის შენობა დაბომბა, სადაც რუსი მობილიზებულები იყვნენ განლაგებულები. რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ დაიღუპა 89 ადამიანი, უკრაინამ კი გაცილებით მაღალი რიცხვი დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი