ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, პრობლემაა - ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონისძიების ფარგლებში საუბარი საქართველოში არსებულ მედიაგარემოსაც შეეხო.

ჰოჯესის განცხადებით, პრესის თავისუფლება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, არის პრობლემა.

"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის.

ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა. საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის, ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს. ამიტომ, საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია.

აშშ-ს კონსტიტუციაში წერია, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა. თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას.

მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე", - თქვა ბენ ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი