მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუს აგრესორთან ბრძოლაში - ჩეხეთის პრემიერის წარწერა უკრაინაში გასაგზავნ ტანკზე

გამოქვეყნდა:

ჩეხეთი უკრაინას T-72 ტიპის ტანკების ახალ პარტიას გადასცემს - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ჩეხეთის მთავრობის მეთაური უკრაინისთვის გასაგზავნ ერთ-ერთ ტანკზე წარწერას აკეთებს:

"T-72 ტანკზე, რომელიც უკრაინაში წავა, მე მივაწერე მოკლე მესიჯი მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის. მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუს აგრესორთან ბრძოლაში", - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი